Tuesday, August 30, 2011

პროექტი


1.პროექტის სახელწოდება: გარემოს დაცვა
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით: გარემოს დაბინძურების წყროების შესწავლა და დაცვითი ღონისძიებების შემუშავება.
3.პროექტის აქტუალობა: ეს სასწავლო პროექტი მოსწავლეებს ხელს უწყობს ცოდნისა და უნარჩვევების დაუფლებაში. ეს პროექტი ეხება თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ისეთი დაავადებები, როგორიცაა დიფტერია, ტუბერკულოზი, დიზენტერია, რაც გამოწვეულია ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურების შედეგად.
4.პროექტის მიზნები: გარემოს დაცვის მეთოდების გაცნობა, ნაგავსაყრელი ადგილების შესწავლა, დაბინძურების წყაროების გამოვლენა.
5.მონაწილეთა ასაკი: 13-16 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: სურათების გადაღება, ჩანახატების გაკეთება, ბროშურების გამოშვება, ბუკლეტების შექმნა/გაკეთება.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ტრანსპორტი, ციფრული აპარატი, ვიდეო აპარატი, ენციკლოპედია, ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
იქმნება სამი ჯგუფი რომლებიც ინაწილებენ ფუნქციებს
·         ნაგავსაყრელი ადგილების შესწავლა.
·         ნაგავსაყრელ ადგილებთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობისაგან ინფორმაციის შეგროვება.
·         აქციების მოწყობა.
თითოეული ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე. აწყობენ დისკუსიას და მსჯელობენ გარემოს დაბინძურების მიზეზებზე, დაბინძურების შედეგებზე და ამ პრობლემების გადაჭრაზე, ნაგავსაყრელი ადგილების დასუფთავებაზე.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქიმია, გეოგრაფია. ცოდნისა და უნარჩვევების დაუფლება, ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტის გამოყენებით. გავაკეთებთ სლაიდშოუს სადაც იქნება დაბინძურებული ადგილები ნაჩვენები. შედარება დაბინძურებული და აქციის შედეგად გასუფთავებული ადგილების პროექტორის საშუალებით (სლაიდ შოუ).
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ქეთო ფილფანი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ketofilfani@gmail.com
13.პოექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://zuriko222.blogspot.com/

No comments:

Post a Comment